საზოგადოება
საპროტესტო აქცია სოფელ მატანში
ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. აქციას ადგილობრივები მართავენ.
მოსახლეობის პროტესტი დასახლებულ პუნქტში კომპანია „ჯეოსელის“ ანძის დადგმამ გამოიწვია.

-"მოსახლეობა ამბობს, რომ ანძას გამოსხივება აქვს და მაგიტომ გამოთქვეს პროტესტი. ერთ-ერთი ადგილობრივის კერძო ნაკვეთშია განთავსებული, ახლაც აქ ვარ აქციაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ჩვენსა და „ჯეოსელს“ შორის და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მივსულვართ."- აღნიშნა speqtri.ge-სთან გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მატანში დავით მამუკელაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მატანი /