საზოგადოება
რუსმა ოკუპანტებმა ქართველი მოსახლეობის მოსავლის აღება დაიწყეს
რუსმა სამხედროებმა სოფელ სობიში ადგილობრივებს ქერის აღების საშუალება არ მისცეს. მათ ნათესებში კომბაინები შეიყვანეს და მოსავალი თავად აიღეს. საუბარია დაახლოებით ექვს ჰექტარ მიწაზე. აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრლური ტელეარხები ავრცელებენ.
ადგილობრივთა ცნობით, გაზაფხულზე მათ ხვნა-თესვით სამუშაოებზე პრობლემა არ შექმნიათ, თუმცა ახლა თავიანთ ადგილებში რუსი ოკუპანტები აღარ უშვებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე არც მავთულხლართებია და არც ე.წ. საზღვრის მანიშნებლები.
სახელმწიფოს მხრიდან ყველა ორგანიზაცია და საერთაშორისო უწყებებია ჩართული, რათა მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოყვეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოკუპანტი / რუსი /