საზოგადოება
ადაპტირებულია თუ არა გურჯაანში საარჩევნო უბნები შშმ პირებისთვის
Speqtri.ge დაინტერესდა, რამდენი საარჩევნო უბანია ადაპტირებული გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 55 უბნიდან, ამ დროისთვის ასეთი მხოლოდ 14-ია.
1. #4 უბანი (ქალაქი გურჯაანი)
2. #9 უბანი (შაშიანი)
3. #10 (ვაზისუბანი)
4. #17 (ახაშენი)
5. #22 (სოფელი გურჯაანი)
6. #23 (სოფელი გურჯაანი)
7. #26 (ვეჯინი)
8. #29 (ბაკურციხე)
9. #34 (ჩალაუბანი)
10. #38 (ზემო კაჭრეთი)
11. #41 (არაშენდა)
12. #43 (სოფელი ჩუმლაყი)
13. #47 (ქალაქი გურჯაანი)
14. #42 ( ქოდალო)

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში speqtri.ge-ს განუცხადეს, ამ უბნებს არჩევნებამდე კიდევ შვიდი დაემატება.

„იგეგება შესასვლელების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოეწყობა პანდუსები და საჭიროებისამებრ, ზოგ ადგილას შესასვლელი კარიც. კიდევ შვიდი უბანი ადაპტირდება, ესენია: ვაჩნაძიანის, შაშიანის, ჭანდრის, კარდენახის საბავშვო ბაღები, ვეჯინის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა და ვაზისუბნის კულტურის სახლი.“- აღნიშნა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google