საზოგადოება
გურჯაანის პოლიციის უფროსად შოთა მოსულიშვილი დაინიშნა
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე 32 წლის შოთა მოსულიშვილი დაინიშნა.
2015 წლიდან ის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივლისში გურჯაანის პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა თანამდებობა დატოვა, ის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.


| Print |
FaceBook Twitter Google