საზოგადოება
ყვარელი ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
7-9 სექტემბერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. ღონისძიებები თბილისში, ყვარელსა და "შატო მუხრანში" ჩატარდება.
პირველ გლობალურ კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ჩამოდის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები 42 ქვეყნიდან (250 დელეგატი, 50 % უცხოელი სტუმარი). წარმოდგენილი იქნება 150-ზე მეტი ორგანიზაცია .

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ხაზგასასმელია, რომ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ატარებს და ისიც საქართველოში. ,,ჩვენთვის დიდი პატივია ხსენებული ღონისძიების მასპინძლობა. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პოტენციალის საუკეთესოდ წარმოჩენა. მოგეხსენებათ რომ საქართველოს ღვინის კულტურასთან 8 ათას წლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, ქართული ღვინის ქვევრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეყვანილი და კულტურული ვაზის 500 ზე მეტი ქართული ჯიშია აღწერილი"

კონფერენცის პირველი სესია ჩატარდება კახეთში მეღვინეობა ,,ხარებაში". დელეგატები ,,ხარებას" უნიკალურ ღვინის საცავსაც დაათვალიერებენ და ალავერდის მონასტერსაც ეწვევიან.

9 სექტემბერს ღვინის ტურიზმის კონფერენცია უკვე „შატო მუხრანში" გაგრძელდება. დღის მეორე ნახევარში დელეგატები შატო მუხრანის გვირაბსაც დაათვალიერებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google