საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებებს ამოწმებს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო წლის განახლებასთან დაკავშირებით სკოლებისა და საბავშვო ბაღების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე სააგენტოს უფლებამოსილი პირები გადაამოწმებენ, რამდენად დაცულია სურსათის უვნებლობის სტანდარტები სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში და ბიზნესოპერატორებმა როგორ შეასრულეს მიცემული რეკომენდაციები.

საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 - საბავშვო ბაღში და 507 - სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.
| Print |
FaceBook Twitter Google