საზოგადოება
მსჯავრდებულები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ
მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ. ამ შესაძლებლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალსიწინებს.
უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული.

საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატი. აღნიშნულ საკითხზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მოცემულ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვს, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული.

| Print |
FaceBook Twitter Google