საზოგადოება
რთველი ხარვეზებით მიმდინარეობს - „თოფაძე-მრეწველების“ კანდიდატი
დღეს „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა.


მან ხელისუფლებას, „რთველი 20016-ის“ სწორად წარმართვისკენ მოუწოდა.
„კახეთის რეგიონში „რთველი 2016“ ხარვეზებით მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ქარხანასთან კილომეტრიანი რიგები დგას, ასევე ხელოვნურად ხდება ყურძნის წონის შემცირება. წონის შემცირების საფასური სახელმწიფოს სუბსიდიის სახით უბრუნდება. გლეხები უკიდურესად აღშფოთებულები არიან. მე პირადად არაერთ ფაქტს შევესწარი და ბევრი ადამიანისგან მოვისმინე აღნიშნული პრობლემის შესახებ. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, გაამკაცროს ადგილობრივ ქარხნებზე წონის კონტროლი, რომ არ მოხდეს გლეხის მოტყუება,“-აღნიშნა მან.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო შეხვედრები აქტიურად დაიწყო და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს მომავალშიც არაერთ საინტერესო ფაქტს მიაწვდის.
| Print |
FaceBook Twitter Google