საზოგადოება
პრემიერმა დედოფლისწყაროში ახალი კლინიკა გახსნა
დღეს პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გახსნეს.


დავით სერგეენკოს განმარტებით, ახალი სამედიცინო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. კლინიკაში იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა ტიპის ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, დედოფლისწყაროს კლინიკაში ძირითადად დასაქმდნენ ექიმები, რომლებსაც ამ დრომდე ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევდათ მუშაობა, ასევე მიმდინარეობს ახალი კადრების შერჩევა. სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგები.

პრემიერ-მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებს ახალ, თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელება მიულოცა.
სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ამ პროგრამით მოსარგებლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან, როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ისე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურებით.
კლინიკა სახელმწიფო ხარჯებით აშენდა. მშენებლობაზე 3 525 000 ლარი დაიხარჯა.
| Print |
FaceBook Twitter Google