საზოგადოება
გურჯაანში მუნიციპალური ნაგავსაყრელი დაიხურა
გურჯაანის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებდა სტანდარტების შესაბამისად დაიხურა.

მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის დახურვის გეგმა USAID- ის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფაგლებში შემუშავდა. აღნიშნული გეგმის მიზანი იყო, წარმოედგინა პროექტირების საფუძველი და აქტივობები, ნაგავსაყრელზე გარემოსდაცვითი უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად. პროექტის ღირებულება 329 998 ლარია.

სამუშაოების ფარგლებში მოხდა პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და თიხნარი გრუნტით გადაფარვა.
ამ დროისთვის, გურჯაანის ნარჩენს თელავისა და დედოფლისწყაროს კეთილმოწყობილი მუნიციპალური ნაგავსაყრელები იღებს.
ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, USAID- ის წარმომადგენელთან, გოჩა ლობჟანიძესთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გივი გერგიძესთან ერთად დაათვალიერა.
| Print |
FaceBook Twitter Google