საზოგადოება
გურჯაანში ბაღებს შეშით ორშაბათიდან მოამარაგებენ
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების შეშის მომარაგება ორშაბათიდან დაიწყება.
-„გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 სააღმზრდელო დაწესებულებაა, აქედან შვიდში ცენტრალური გათბობაა. დღეს დავალება მივეცი შვიდივე ბაღის მენეჯერს და გათბობა ხვალ დილიდან ჩაირთვება, რადგან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. სხვა დანარჩენ ბაღებშიც არ გვაქვს პრობლემა, რადგან გასულ წელს მორჩენილი მარაგია და ბაგის ჯგუფებში ყველგან დგას ღუმელი. რაც შეეხება 2016-2017 წლისთვის მომარაგებას, ტენდერი ჩატარებულია და პარასკევს ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და საბავშვო ბაგა-ბაღებში ორშაბათიდან შეშის შეტანა დაიწყება.“
| Print |
FaceBook Twitter Google