საზოგადოება
კახეთში თოვლჭყაპია მოსალოდნელი
25 - 26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.


აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (+2, +7 გრადუსამდე). თბილისის შემოგარენში და კახეთში შესაძლოა თოვლჭყაპიც აღინიშნოს. 27 – 28 ოქტომბერს გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +15, +20 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +8, +13 ° - მდე მოიმატებს . 29 – 30 ოქტომბერს კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.
| Print |
FaceBook Twitter Google