საზოგადოება
"ქართულმა ოცნებამ" გურჯაანში პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო
საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები დავით სონღულაშვილის სააგიტაციო მასალას ხსნიან.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

| Print |
FaceBook Twitter Google