"ერეკლეობის" სახალხო დღესასწაულზე საპატიო თელაველის წოდება
ხუთ პიროვნებას მიენიჭა. აღნიშნული წოდება თელავის წინაშე
გაწეული წვლილისთვის ქალაქ ბიბერახის მერმა ნორბერტ ცაიდლერმაც მიიღო.
საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა საოპერო ჟანრის შემსრულებელს ლიანა
კალმახელიძეს, რომელმაც ლასკალას სცენაზე იმღერა, ასევე მსახიობ პაატა
გულიაშვილს, საჯარო მოხელე ეთერ მაგრაქველიძესა და პედაგოგ დარეჯან
ჭანკოტაძეს.
ერეკლეობის, იგივე თელავქალაქობის დღესასწაული ერეკლე მეფის დაბადების
დღეს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები