საზოგადოება
დედოფლისწყარო-ზემო ქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყარო-ზემო ქედთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-მოასფალტება, მიმდინარეობს.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
გამგებლის განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე დედოფლისწყარო-ქვემო ქედის დამაკავშირებელი გზა მთლიანად რეაბილიტირდება: "მოგეხსენებათ, აღნიშნული გზა ქედების ზონასთან დამაკავშირებელი გზაა, რომელიც საქართველოს ბეღელად წოდებულ შირაქსაც უკავშირდება. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ გზების მშენებლობა.
წინა წლებში დედოფლისწყარო - ქედების მიმართულებით 24 კილომეტრიანი გზა გაკეთდა, წელსაც ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მომავალი წლის დასასრულს ქვემო ქედამდე სრულიად ახალი გზა იქნება. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი გზების პრობლემა აღარ იქნება" - განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
სამუშაოებს შპს "სერპარტინი" ახორციელებს.

| Print |
FaceBook Twitter Google