საზოგადოება
თესაუ-ს სტუდენტმა ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია მოიპოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მონაწილეობდნენ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა, მაია ახალკაციშვილმა, გაიმარჯვა.

თესაუ-ს სტუდენტის მიერ წარდგენილმა თემამ- ,"ქართულ -აფხაზური ერთიერთობები და ინტეგრაციის პერსპექტივები“ (ხელმღვანელი ასოც. პროფ. ალექსანდრე მოსიაშვილი) გამარჯვება და ჟიული შარტავას სახელობის 10 თვიანი სტიპენდია მოიპოვა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრთან, საქართველოს სახალხო არტისტ დიმიტრი ჯაიანთან ერთად, 3 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა.
სტუმრებმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, მესამე ძალის მიერ ინსპირირებულ აფხაზეთის ომში ჟიული შარტავას გმირობის და კონკურსის შესახებ ისაუბრეს.


| Print |
FaceBook Twitter Google