საზოგადოება
„რა? სად? როდის?“ - საშემოდგომო სეზონი გურჯაანში
გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ საშემოდგომო სეზონის მეორე შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობას გურჯაანის 21 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.


„ ფინალში ერთმანეთს საუკეთესო ქულების მქონე 6 სკოლა შეეჯიბრება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გურჯაანის მუნიციპლაიტეტის გამგეობისგან დიპლომები, ფასიანი საჩუქრები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს ბროლის ბუ გადაეცემა.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკატერინე ბეროშვილმა.
ფინალში ასევე მოხდება საუკეთესო მოაზროვნე ბიჭის და გოგონას გამოვლენა და დაჯილდოება. 2016 წლის საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებული გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google