საზოგადოება
პაპტესტის აღება უკვე ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ
„კახეთი იონში“ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია განვიხილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამის შუალედური მდგომარეობა, რომელიც გურჯაანის რაიონში „კახეთი იონის“ მიერ ხორციელდება. მას მხარს უჭერს გაეროს მოსახლეობის ფონდი დაავადებათა კონტროლის დაფინანსებით. ჩვენ ვიყავით რამდენიმე პოლიკლინიკაში, კერძოდ, ჭანდარში, ვეჯინსა და სოფელ გურჯაანში, რათა შეგევეფასებინა რა მდგომარეობაა ამ მხრივ. პროექტი გასული წლიდან ხორციელდება. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა ქალმა ჩაიტაროს ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამოკვლევა. ეხლა ოჯახის ექიმებს საშუალება აქვთ, რომ თვითონ აიღონ პაპტესტი. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ოჯახის ექიმი პაციენტს „კახეთი იონის“ კლინიკაში გადმოაგზავნის,“ - აღნიშნა საშვილოსნოს ყელის კიბოს ევროპის ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ფილიპ დევისმა.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა „კახეთი იონის“ გენერალურმა დირექტორმა ნარგიზ ზიბზიბაძემ. მისი თქმით, ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ განიხილონ პრობლემები და მომავალი გეგმები საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კვლევის საპილოტე პროგრამა „პილოტი გურჯაანი“ მეორე წელია, რაც მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ გურჯაანსა და თბილისში ხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google