საზოგადოება
"კარგად ვარ, მაგრამ არავინ მაკითხავს“- 78 წლის ბებო საგარეჯოს საავადმყოფოში მიატოვეს
დაახლოებით ერთი თვის წინ 78 წლის ელისო ავაქიშვილი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მწვავე პნევმონიითა და გულის უკმარისობით შეიყვანეს. მოხუცს უმკურნალეს, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა, თუმცა ოჯახის წევრებმა აღარ მიაკითხეს.
როგორც speqtri.ge- მ საგარეჯოს საავადმყოფოში გაარკვია, ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დამხარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ბებო ამ დროსითვის თავს კარგად გრძნობს და ტელეფონზეც გვესაუბრა.
„მარტყოფში ძმის სახლში ვცხოვრობდი. ცუდად ვიყავი და იქიდან წამომიყვანეს საავადმყოფოში. ახლა კარგად ვარ, მაგრამ არავინ მოდის ჩემი ნათესავი, არავინ მაკითხავს“.

როგორც გავარკვიეთ მოხუცს ერთი შვილი ჰყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.
სამედიცინო დაწესებულებაში განმარტეს, ბებოს მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანაც ვერ ხერხდება, რადგან ამისთვის ახლობლების თანხმობაა საჭირო.


ფოტო: newposts.ge
| Print |
FaceBook Twitter Google