საზოგადოება
14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე საპატიმრო დაწესებულება აშენდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე სასჯელაღსრულების დაწესებულება აშენდება.

ამის შესახებ მან პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

-"გვაქვს გრანდიოზული გეგმები იწყება უპრეცედენტო პროექტი, 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება. ჩვენი აზრით, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, არ იქნებოდა სწორი ასეთი პატიმრები, სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადავიყვანოთ. ამიტომაც, ევროკავშირის რეკომენდაციით და დახმარებით შეიქმნება 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულება, სადაც ცალკეული პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი ამ ასაკისთვის, რათა მომავალში საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულად, მივიღოთ ასეთი ტიპის ადამიანები, სასჯელის მოხდის შემდეგ”, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა.

მისვე ინფორმაციით, 203 მსჯავრდებული საშიშროების მაღალი რისკის მქონეა, 3 265 - საშიშროების საშუალო რისკის, 158  – საშიშროების დაბალი რისკის, ხოლო 13 – საშიშროების მომეტებული რისკის მქონეა.
| Print |
FaceBook Twitter Google