საზოგადოება
საგარეჯოში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
საგარეჯოში ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI-ს ინიციატივითა და ორგანიზებით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტი ახალგაზრდების ინტეგრაცია, საჭიროებების ადვოკატირება და შესაძლებლობების რეალიზება. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 70-მა ახალგაზრდამ საგარეჯოდან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. ჩამოყალიბდა 5 სამუსაო ჯგუფი:  განათლებისა და დასაქმების საკითხები,ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საკითხები, ჯანსაღი ცხოვრების წესის და გარემოს დაცვის საკითხები, ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივიზმის და ასევე ინტეგრაციის საკითხები, რომელშიც მონაწილეები გადანაწილდნენ.

ფორუმის პირველ ნაწილში მათ პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებაზე იმუშავეს, ხოლო მეორე ნაწილში იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. მათი ხედვა რეკომენდაციების პაკეტის სახით გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ძირითად პრობლემებად საგარეჯოელი ახალგაზრდებისათვის და მათ შორის ეკომიგრანტი ახალგაზრდებისათვის შესაძლებლობებისა და თავისუფალი დროის დაგეგმვის ალტერნატიული საშუალებების სიმცირე, რესურსებისა და მხარდაჭერის ნაკლებობა, ასევე ინფრასტრუქტურისა და შეხვედრის სივრცეების ხელმისაწვდომობის საკითხები დასახელდა. ახალგაზრდული ფორუმი პროექტის „ეკომიგრანტი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ევროკავშირი.
| Print |
FaceBook Twitter Google