საზოგადოება
„ რა? სად? როდის?“ გამარჯვებული ჩუმლაყის გუნდი გახდა
გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინტელექტუალური თამაშის „ რა? სად? როდის?“ ფინალი გაიმართა.

მე -9 სერიის საშემოდგომო სეზონის გამარჯვებული და მთავარი პრიზის, ორგმინის ბუს სტატუეტის მფლობელი, ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი - ”ერუდიტი" გახდა. მეორე ადგილი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდმა - ”წიგნ-მენმა” დაიკავა, ხოლო მესამეზე ვაზისუბნის საჯარო სკოლის გუნდი "გელა“ გავიდა.
ნომინაციაში - “სეზონის საუკეთესო მოაზროვნე ბიჭი და გოგონა“ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი გიორგი ლიპარტაშვილი და ახაშნის საჯარო სკოლის გუნდის „წიგნ- მენის“ კაპიტანი თამარ გრიგოლაშვილი გახდნენ.
გამარჯვებული გუნდები და სეზონის საუკეთესო მოაზროვნეები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სპეციალური სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. სეზონის ჩემპიონ „ერუდიტს“ კი ბიზნემენმა ნიკა გეთიაშვილმა სპეციალური პრიზი გადასცა.

„გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ გადაეცათ ფასიანი საჩუქრები . ძალიან კარგი ნაკადი წამოვიდა, კმაყოფილები ვართ და მომავალში კიდევ უკეთესს ველით“. - აღნიშნა გურჯაანის კულტურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეთერ ჯადუგიშვილმა.
საშემოდგომო სეზონში 21 გუნდი მონაწილეობდა. ოთხი ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე ექვსი გუნდი კი ფინალურ ეტაპზე გავიდა. ინტელექუალური თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით რამდენიმე წელია ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google