საზოგადოება
თელავის მერიამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თელავის მერიის კულტურის ცენტრში კონკურსის ,,განსხვავებული თვალით დანახული თელავი"-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ფოტოკონკურსი თელავის მერიამ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გამოაცხადა. პირობების მიხედვით, ერთ გამარჯვებული ფეისბუქმომხმარებელს უნდა გამოევლინა,  მეორე კი კომპეტენტურ ჟიურის.
ფეისბუქმომხმარებლის მიერ ფოტოების მოწონების ვადა 20 ნოემბრის 24 საათზე ამოიწურა და გამოვლინდა ფეისბუქგამარჯვებული გიორგი ჩეკურიშვილი (ჩHEKI) და ჟიურის რჩეული კი  გიორგი ბეჟანიშვილი გახდა.

ქალაქ თელავის მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა კონკურსის ყველა მონაწილე  სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

ასევე საკუთარ ფავორიტ ფოტონამუშევართა ავტორებს საგანგებოდ დაწესებული პრიზები გადასცეს არასამთავრობო ორგანიზაციის "თელავი ჩემი ქალაქია", სტუდია "გიკას" და "კახეთის მეღვინეთა გილდიის" წარმომადგენლებმა.
| Print |
FaceBook Twitter Google