საზოგადოება
თელავს და დედოფლისწყაროს დენი გაეთიშება
კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით,14 და 16 დეკემბერს დედოფლისწყაროსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება.


14 დეკემბერს, 10:00-დან 16:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანს.
16 დეკემბერს, 12:00-დან 14:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს: სანიორეს, ლაფანყურს, ნაფარეულს, გრძელჭალას, ართანასა და ლალისყურს. ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google