საზოგადოება
18 დეკემბრამდე კვლავ თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს დღის ბოლოდან 18 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ზვავსაშიშ რეგიონებში თოვლის ზვავები, ზღვაზე 4–6 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / ქარი /