საზოგადოება
რა ქონებას ფლობს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი
Speqtri.ge გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის დავით ნარიმანიშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ. დეკლარაცია მიმდინარე წლის 13 დეკემბერსაა შევსებული.
მის სახელზეა რეგისტრირებული ბინა ქალაქ ვალესა და თბილისში, საცხოვრებელი სახლი ახალციხეში, ამავე ქალაქში ფლობს არასაცხოვრებელ ფართს (50%-იანი წილი). მის სახელზეა ოთხი მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ორი ახალციხეშია, ორი კი - თბილისში.
დეკლარაციის შევსების დროს, მოსამართლეს საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 750 ლარი ერიცხებოდა.

რაც შეეხება გასული წლის ხარჯებს, დავით ნარიმანიშვილმა თბილისში ბინის შესაძენად ბანკ რესპუბლიკაში 24 000 აშშ დოლარი იპოთეკური სესხი აიღო, რისთვისაც 3 171 აშშ დოლარი გადაიხადა. დავით ნარიმანიშვილმა 2015 წელს ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რისთვისაც 10 000 აშშ დოლარი და 45 000.00 აშშ დოლარი გადაიხადა.

გასულ წელსვე მან 50 000 აშშ დოლარი იპოთეკური სესხი აიღო ბანკ რესპუბლიკაში. საქართველოს ბანკში საყოფაცხოვრებო სესხის დასაფარად დავით ნარიმანიშვილმა 3 137.93 ლარი ჩარიცხა. მას ორი სამომხმარებლო სესხი აქვს გამოტანილი  ბანკ რესპუბლიკადან, ჯამში 26 000 ლარის ოდენობით, რის დასაფარადაც მან სულ 9 927.73 ლარი გადაიხადა.
2015 წელს დავით ნარიმანიშვილმა გაწეული სამუშაოსთვის 75 508 ლარი აიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google