საზოგადოება
სიღნაღის გამგეობამ ნაგავმზიდებისა და კონტეინერების შესაძენად 140 000 ევრო ისესხა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 140 000 ევრო ისესხა, რითიც ორი ახალი ნაგავმიზიდი მანქანა და ასი ნარჩენების კონტეინერი შეიძინა.
-"წინადადება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მივიღეთ. საკთხი საკრებულოს სესიაზე გავიტანეთ და თანხმობა მივიღეთ, რომ 154 781 ევრო სესხი ავიღოთ. საინვესტიციო ღირებულება 68 999 ევროა, აქედან 22 400 გრანტია.  140 000 ევრო კი სესხია, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. ურნები ყველა სოფელზე გადანაწილდება, მანქანები კი გრაფიკის მიხედვით იმოძრავებენ. ამ დროისთვის ერთი ნაგავმზიდი მოვიდა, მეორეს უახლოეს დღეებში მივიღებთ. მოსახელობას 2017 წლიდან მოემსაურებიან."-აღნიშნა speqtri.ge-სთან სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნოდარ მეულუფიშვილმა.

სესხის გადახდას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2019 წლიდან დაიწყებს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნაგავი / სესხი /