საზოგადოება
რისთვის სესხულობს გურჯაანის გამგეობა 206 000 ევროს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსოფლიო ბანკისგან 206 000 ევროს სესხულობს. აღნიშნული საკითხი დღეს საკრებულომ განიხილა.

-"თანხა სამი ნაგავმზიდი მანქანისა და 100 ბუნკერის შეძენას მოხმარდება. გადახდა 2019 წლიდან დაიწყება და ხუთ წელზე გადანაწილდება. თანხის აღება ხდება ევროში, თუმცა ხელშეკრულება ლარებში გაფორმდება. ხელშეკრულებაში ეწერება, რომ თანხა მიმდინარე კურსს დაექვემდებარება."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.


| Print |
FaceBook Twitter Google