საზოგადოება
ახმეტის გამგეობაში ოთხი ვაკანტური ადგილია
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოთხ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადა 31 დეკემბერს იწურება.
ვაკანტურია შემდეგი ადგილები:

-ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი;

-ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი საკობიანოს ადმინისტრაციულ ერთეულში;

-ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;

-სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (რეზერვის საკითხებში);

კონკურსი სამ ეტაპს განცხადების გადარჩევას, ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს. დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეგიძლიათ.


| Print |
FaceBook Twitter Google