საზოგადოება
ძველი და ახალი შუამთის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,ახალი შუამთის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.


პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან აშენდა ვიზიტორთა-საინფორმაციო ცენტრი, სუვენირების მაღაზია, საპირფარეშოები, საფეხმავლო ბილიკები, ობიექტებამდე მისასვლელი გზა და ავტოსადგომი, ასევე მოეწყო საერთო ჭაბურღილი და მოგვარდა წყლის პრობლემა. მშენებლობა რეაბილიტაციას მხოლოდ 1 წელი დასჭირდა და მისმა ღირებულებამ 1 871 000 ლარი შეადგინა.
რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, არაერთ პროექტს ახორციელებს.პროგრამის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ამასთან, პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახალ და ძველ შუამთაშიტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამუშაოებზე 40- მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.


| Print |
FaceBook Twitter Google