საზოგადოება
ხუთი ბინა თბილისში და ორი x5- საგარეჯოს მაჟორიტარის ქონება
Speqtri.ge საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის რომან მუჩიაშვილის ქონებასა და შემოსავლებს გაგაცნობთ.
ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბერსაა შევსებული.
მისი მეუღლის თამარ მუჩიაშვილის მფლობელობაშია ოთხი ბინა თბილისში( ფართობი- 197.00 კვ.მ, 150.00 კვ.მ, 35.00 კვ.მ და 35.00 კვ.მ.)
რომან მუჩიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ბინა თბილისში, პეკინის ქუჩაზე (ფართობი- 55კვ.მ).

დეპუტატი ფლობს ორ მსუბუქ ავტომანქანა x5-ს. ერთი 2005 წელსაა გამოშვებული, მეორე კი- 2012 წელს.
დეკლარაციის შევსების დროს რომან მუჩიაშვილს პირად ანგარიშზე 2154.40 ლარი ერიცხებოდა. ამავე დროს მას ნაღდი ფულის სახით 2000 ლარი ჰქონდა.

დეპუტატმა გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით 18771.80 ლარი მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google