საზოგადოება
საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.
6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-19 გრადუსი, ღამით +2;+7გრადუსია მოსალოდნელი.
7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოში კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.



| Print |
FaceBook Twitter Google