საზოგადოება
გურჯაანში საშობაო მსვლელობა მოეწყობა
ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვალ გურჯაანშიც აღნიშნავენ.

საშობაო მსვლელობა პირველ საათზე, ტრადიციულად სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
„ ალილოს მონაწილეები ნობათის შესაგროვებლად წმინდა ნინოს, გურამიშვილის, ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩებს ფეხით მოივლიან. მსვლელობა სამების ეკლესიასთან დაიწყება და შემდეგ ისევ ამ ადგილას დასრულდება. გამგეობის თანამშრომლების გარდა, პროცესში ჩაერთვებიან საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე ყველა ის ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს. ყოველ წელს საკმაოდ ბევრ შემოწირულობას ვაგროვებთ და იმედია ახლაც ასე იქნება.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ბეროშვილმა.
მისივე თქმით, შემოწირულობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გადანაწილდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალილო / გურჯაანი /