დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის
ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი’’
პრეზენტაცია გაიმართება.
დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, 39 წლის შემდეგ, პირველად
იხილოს სურათი. ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი მუზეუმმა 1930
წელს შეიძინა. მანამდე ის გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან
დღემდე ის სულ სამჯერ გამოიფინა (1957 წ; 1968 წ; 1978 წ). 1978 წლის
შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი აღარ უნახავს ფართო
საზოგადოებას.
ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი
სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის
დასრულების შემდეგ ,,სვირი’’ პირველად იფინება
დამთვალიერებელთათვის.
ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში
ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში’’ და ,,დათვი მთვარიან ღამეს’’.
მასალის გამოყენების პირობები