საზოგადოება
გადაადგილების პრობლემა გურჯაანის მაღალმთიან სოფლებში [Photos]
გუშინ მოსულმა თოვლმა გურჯაანის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. მიუხედავად იმისა, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება, ცალკეულ ქუჩებზე მაინც ტრანსპორტის მოცურების საფრთხე არსებობს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა აღნიშნა, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი. მისივე თქმით, ისევ შეზღუდვებია მაღალმთიან სოფლებში.
„ცოტა ხნის წინ ტექნიკური მარილი ნონეშვილის გამზირზე დაყარეს, ეტაპობრივად, ყველაგან დაიყრება. რამდენიმე ლოკაციაზე გამოვიყენეთ გრეიდერიც. პარალელურად, იწმინდება ტროტუარებიც. რაც შეეხება ჭერემსა და ზიარს, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებისა და მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილებისთვის. სამწუხაროდ, ზიარში ვერ ადის გრეიდერი, მაგრამ გზის ყველაზე პრობლემურ წერტილებზე დაიყარა ტექნიკური მარილი,“-აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, ტექნიკური მარილის მარაგი არის და თუ თოვა არ შეწყდება, მისი დაყრა ინტენსიურად გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / გზა /