საზოგადოება
საგარეჯოში ბაზრის მშენებლობისთვის 196 000 ლარი დაიხარჯება
საგარეჯოში, თამარ მეფის ქუჩაზე აგრარული ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196000 ლარია გამოყოფილი. შენობა თანამედროვე ტიპის და კეთილმოწყობილი იქნება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და  ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა. საგარეჯოში აგრარული ბაზარი თითქმის 6 წელია არ არსებობს და მოვაჭრეებს ღია ცის ქვეშ უწევდათ მუშაობა.
| Print |
FaceBook Twitter Google