საზოგადოება
საქართველოში ყინვა და ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +1, +6, აღმოსავლეთ საქართველოში -2, +3 გრადუსი იქნება.  უამინდობა შენარჩუნდება 14 – 16 თებერვალსაც, მოსალოდნელია თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში -1 , +4 გრადუსი იქნება.

17 – 19 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 18 – 19 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში შედარებით დათბება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თოვლი / ყინვა /