საზოგადოება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღარ გაგრძელდება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც რვა წელი მოქმედებდა, მიმდინარე წელს გაუქმდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შეწყდა. მომავალში მოხდება სოფლებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტის გამგეობა მას ეტაპობრივად მოაგვარებს. მთლიანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება სხვადასხვა პროექტების დაფინანსება როგორც რეგიონული ფონდებიდან, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, სოფლისთვის გამოყოფილი თანხით, მოსახლეობა თვითონ ირჩევდა პრიორიტეტებს.


| Print |
FaceBook Twitter Google