საზოგადოება
იორმუღანლოში კრედიტების გადავადების მოთხოვნით აქციას მართავენ
ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღნლოში. ადგილობრივები "თი-ბი-სი" ბანკთან არიან შეკრებილები.
მათი განცხადებით,  ბანკებმა მეცხოველეობის განვითარებისთვის სესხები ააღებინეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პროცენტები მოუმატეს.

-"ბანკმა ჩვენს თემში სახლი უკვე 15 ადამიანს გაუყიდა, რამდენიმე კი აუქციონზეა გატანილი.  მთავრობას ვთხოვთ, რომ გადავადებაზე ბანკთან შუამდგომლობა გაგვიწიოს. ხალხმა ცხვარი 250 ლარად იყიდა და ახლა მხოლოდ 80 ლარად ჰყიდის. ფულს როგორღა დააბრუნებენ უკან?!"- განუცხადა speqtri.ge-ს აქციის მონაიწლე მუბარიზ მამედოვმა.

ადგილობრივები ხელისუფლებას კრედიტის გადაუხდელობის გამო დარიცხული პროცენტების ჩამოწერაში დახმარებასა და არსებული ვალის რესტრუქტურიზაციას სთხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი  თბილისში ჩასვლას და კანცელარიასთან პერნმანენტული აქციიების გამართვას გეგმავენ.

ჩვენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გზირიშვილს დავუკავშირდით, თუმცა როგორც მან გვითხრა, აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google