საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ხვალ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდება
ხვალ, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა გურჯაანის ბიბლიოთეკაში 13:00 საათზე დაიწყება.

დეპუტატი ახალგაზრდებთან ერთად განიხილავს გურჯაანის მუნიციპალიტეტში შექმნილ სასწავლო გარემოს, განათლების განვითარების ხელშეწყობის საკითხებს, არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს.

დავით სონღულაშვილი გურჯაანელ ახალგაზრდებს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს გააცნობს.


| Print |
FaceBook Twitter Google