საზოგადოება
პური უფასოდ მიცვალებულის სულის საცხონებლად
რამდენიმე დღის წინ, გურჯაანში, ელგუჯა სესიაშვილის საცხობში მისულ მყიდველს პური უფასოდ გაატანეს.

ერთ-ერთი ადგილობრივის, გუგული ცანკაშვილის წლისთავისთვის, მისმა შვილმა გადაწყვიტა, საცხობის მეპატრონისთვის თანხა გადაეხადა და მიცვალებულის სულის საცხონებლად პური ხალხისთვის უფასოდ დაერიგებინა.
„4 პური უნდა მეყიდა. მითხრეს, დღეს ფულს არ ვიღებთო. თავიდან მეგონა მეხუმრებოდნენ. პური ავიღე, მადლობა გადავუხადე და წამოვედი. მეზობელს დავუძახე და ეს ამბავი ვუამბე. როგორც აღმოჩნდა, იმ დღეს ქვემოთ უბანში მამაკაცის წლისთავი ყოფილა და მის შვილს, ასეთი ქველმოქმედება გაუწევია. მსგავსი რამ არსად მინახავს.“- აღნიშნა გურჯაანის მკვიდრმა ამალია ბოსტოღანაშვილმა.

სამების ტაძრის მღვდელმსახური მამა ვაჟა სონღულაშვილი ამბობს, რომ ამ საქმით შვილმა გარდაცვლილი მამის სულის საცხონებლად დიდი მადლი გაიღო.
„უხეშად რომ ვთქვათ, „ქელეხი“ ანუ ტრაპეზი, ესეც ერთგვარი სიკეთეა. თუმცა აქაც არ უნდა დავარღვიოთ წესები. თუ ტრაპეზი ქეიფში გადადის, ეს ყველაფერი უზნეობაა და ცხონებულის სულისთვისაც არ შეიძლება. ხოლო ნორმალურ ფარგლებში, ერთგვარი მადლია, რადგან შორიდან მოსულ სტუმარს აპურებ, ანაყრებ და შესანდობარს ათქმევინებ. ამ ადამიანმა, თავისი მიცვალებულის სულის საცხონებლად სიკეთე გააკეთა და მადლი გაიღო. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეკლესია-მონასტრებს სწირავენ და ზოგჯერ გაჭირვებულ ხალხს ურიგებენ.“

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ქველმოქმედება გასულ წელს თელავშიც მოხდა. მაშინ გარდაცვლილის ოჯახმა ქელეხზე უარი თქვა და თანხა ბავშვთა სახლებს გადაურიცხა.
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.