საზოგადოება
100 ახალი ურნა გურჯაანში
გურჯაანში ნაგვის ძველი ბუნკერები, ახალი სახურავიანი ურნებით შეცვალეს.

„სულ 100 ურნა ჩამოვიდა. 44 ძველი ამოვცვალეთ და 7 კიდევ სხვადასხვა ადგილას, სადაც საკმარისი არ იყო, იქ დავამატეთ. როგორც გავიგე, დანარჩენები გურჯაანიდან ბაკურციხის ჩათვლით, ცენტრალურ მაგისტრალზე განთავსდება,“-აღნიშნა შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის დირექტორმა დავით გოგებაშვილმა.
ნაგვის ახალი ბუნკერებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.  შეგახსენებთ, რომ პირველად გურჯაანში თანამედროვე, ბორბლებიანი და სახურავიანი ნაგვის ბუნკერები, ასევე სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა 2014 წელს შეიძინეს.

| Print |
FaceBook Twitter Google