საზოგადოება
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ განცხადება რიგგარეშე სესიაზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

-"სურვილი აღარ მქონდა. ჩვეულებრივ ვრჩები გუნდში და საკრებულშიც, უფლებამოსილებას ბოლომდე ჩავამთავრებ. დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჯერ ბიუროზე გავაკეთე განცხადება და შემდეგ რიგგარეშე სხდომაზეც. "- განუცხადა გელა ჯუგაშვილმა speqtri.ge-ს.

ცნობისთვის, ის ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს. 2016 წელს საკრებულოს წევრთა ნაწილმა  მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ორჯერ დააყენა, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერ მოგროვდა.

| Print |
FaceBook Twitter Google