ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 7 მარტს გურჯაანის და
ახმეტის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია დროებით შეუწყდება.
13:00-დან 16:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ
გურჯაანის მოსახლეობას.
13:00-დან 14:00 საათამდე, დენი გაეთიშება ახმეტის მუნიციპალიტეტის
სოფლებს: ზემო ალვანს, ქვემო ალვანს, მაღრაანს, არგოხს, ფიჩხოვანს,
ალავერდსა და ბაბანეურს.
ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები