საზოგადოება
ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. აღნიშნულ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 24 ივლისამდე იმსჯელებენ.

„არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით. დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ ძველი და ახალი აბონენტებისთვის ტარიფი გათანაბრდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გაზი / ტარიფი /