საზოგადოება
დღეს გიორგი მარგველაშვილი თელავში შეხვედრას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში რეგიონულ შეხვედრებს დღეს თელავიდან დაიწყებს.

12:00 საათზე გიორგი მარგველაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება,ხოლო 13:30 საათზე თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრას პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავს.
დღესვე, ის თელავში კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში ადგილობრივ საწარმოებს დაათვალიერებს.

კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ პრეზიდენტის ინიცირებულია და მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო ჯგუფების ჩართულობასა და საქართველოს კონსტიტუციის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხების დისკუსიის ფორმატში განხილვას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ახალი კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" 10 მარტს გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას კამპანიის მიზნები და სამოქმედო გეგმა გააცნო.


| Print |
FaceBook Twitter Google