გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს
ცალკეულ რაიონში, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის
ტემპერატურა +11, +16 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
ტემპერატურა +18, +23 გრადუსამდე გათბება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის
დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 14 - 19
მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის
ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები