საზოგადოება
14-15 მარტს კახეთის რამდენიმე სოფელს დენი გაეთიშება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 14 და 15 მარტს სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია შეუწყდება.

14 მარტს, 11:00-დან 13:00-საათამდე, ელექტროენერგია გაეთიშება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორს, ასევე სოფლებს - ანაგას, ვაქირს, საქობოსა და მაშნაარს
15 მარტს, 12:30-დან 16:00-საათამდე, დენი გაეთიშება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს.
უწყების ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google