საზოგადოება
პრეზიდენტი კახეთის რამდენიმე საწარმოს ესტუმრა
კამპანიის - "მოითხოვე ქართული" - ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კახეთში რამდენიმე ქართულ კომპანიას ეწვია.

პრეზიდენტმა  სოფელ კურდღელაურში, რძის გადამამუშავებელი საწარმო და სოფელ ნაფარეულში "ტყუპების ღვინის მარანი'' მოინახულა და  საწარმოო პროცესში მონაწილეობა მიიღო.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია "მოითხოვე ქართული" 12 იანვარს დაიწყო.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე ეწვია ქართლისა და აჭარის ქართულ საწარმოებს. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

ფოტო:imedinews.ge
| Print |
FaceBook Twitter Google