საზოგადოება
ხვალ ყვარელს და დედოფლისწყაროს დენი გაეთიშება
ს.ს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, დედოფლისწყაროს და ყვარლის მოსახლეობას 21 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

უწყების ინფორმაციით, 12:00-დან 14:00-საათამდე, დენი გაეთიშება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: გამარჯვებას, არბოშიკს, მირზაანს, ზემო მაჩხაანსა და თავწყაროს.
12:00-დან 14:00-საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ყვარელს, ხოლო 14:00-დან 15:00-საათამდე, სოფლებს: შილდას, ენისელს, გრემსა და შაქრიანს. ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google